среда, 17 апреля 2013 г.

ლიტერატურული დილა


გოგებაშვილის და დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 17 აპრილს, მოვინახულეთ ,,დედაენის" ძეგლი და ჩავატარეთ ლიტერატურული დილა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,დედაენისადმი" მიძღვნილი ლექსები.


სტუმრად წიგნის მაღაზიაში


17 აპრილს ჩატარდა სასწავლო–შემეცნებითი ვიზიტი წიგნის მაღაზია BookCafe-ში, თემაზე: ,,წიგნი ჩემი თანამგზავრი და მეგობარია". წიგნის მაღაზიის მასპინძელი, ქალბატონი ლია შალვაშვილი, ესაუბრა მოსწავლეებს როგორ გამოიგონეს ქაღალდი, რაზე წერდნენ ქაღალდის გამოგონებამდე, რამდენი შრომა ჭირდება წიგნის დამზადებას, როგორ ავადმყოფობს წიგნი და როგორ უნდა მოვუაროთ მას, როდის აღინიშნება წიგნის დღე. საუბრის ბოლოს ერთად შეიმუშავეს წიგნით სარგებლობის წესები.
მოსწავლებმა აირჩიეს მათთვის სასურველი წიგნები, დაათვალიერეს, წაიკითხეს და გამოთქვეს საკუთარი აზრი თუ რატომ აირჩიეს ესა თუ ის წიგნი.
წიგნის მაღაზიის მასპინძელი მათ ნამცხვრებით და ცხელი შოკოლადით გაუმასპინძლდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლებიც. დასასრულს მოსწავლეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს წიგნის მაღაზიის მასპინძელს გულთბილი მასპინძლობისათვის.

вторник, 16 апреля 2013 г.

კალიგრაფიის კონკურსი


15 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი.
კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.


დედაენის დღე


15 აპრილს გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი. მოსწავლეები გაეცნენ დედაენის მნიშვნელობას, იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას და შემოქმედებას. გაიხსენეს მათ მიერ შესწავლილი მოთხრობები. გაეცნენ ,,დედაენის" ძველ და ახალ გამოცემებს.
გაკვეთილზე ნაჩვენები იყო PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაცია ,,გოგებაშვილი და დედაენა".