четверг, 29 мая 2014 г.

ჩვენი პირველი ექსკურსია

     28 მაისს, ჩვენი კლასი პირველად იყო ექსკურსიაზე ქალაქგაქრეთ. მოვინახულეთ საქართველოს ძველი დედაქალაქი მცხეთა. ვესტუმრეთ სვეტიცხოვლის ტაძარს და სამთავროს დედათა მონასტერს. ბუნებაში გავმართეთ პიკნიკი. მოსწავლეებმა და მშობლებმა ნამდვილად მხიარული და  დაუვიწყარი დღე გაატარეს ბუნების წიაღში.



среда, 7 мая 2014 г.

ბუბა ბაბუ გვესტუმრა!

    სადამრიგებლო საათის პროგრამაში არსებობს მიმართულება ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი", რომლის მიზანია მოსწავლეებისათვის პირადი ჰიგიენის, დღის რეჟიმის, ფიზიკური აქტივობის, სწორი კვებითი ჩვევებისა და კვების კულტურის დამკვიდრება. ჩვენ ყოველ ხუთშაბათს ვატარებდით  სახალისო გაკვეთილებს აღნიშნულ თემაზე. ჩავატარეთ ,,მხიარული თამაშები", ვიმუშავეთ პროექტზე ,,რატომ უნდა მივირთვათ ხილი", ვესტუმრეთ პირველკლასელებს და გავუზიარეთ ჩვენი ცოდნა ჯანსაღი კვების თაობაზე. დღეს , 7 მაისს, კი გვქონდა შემაჯამებელი ვიქტორინა. სტუმრად გვყავდა სკოლის დირექტორი ბატონი ვალერიან გიორგაძე, დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნინო მეტრეველი, ჩვენი სახელმძღვანელოს ავტორები ქალბატონი თამარ მანჯავიძე, ბატონი ლევან კიკალიშვილი, ფირმა ,,ნესტლეს" წარმომადგენელი ქალბატონი გვანცა გაბუნია და წიგნის პერსონაჟი ბუბა ბაბუ. მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნით მოიპოვეს გასაღებები ჯადოსნური სკივრის გასაღებად. ბუბა ბაბუმ მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა. ბავშვებმა კი მას კეთილი სურვილებით სავსე წერილები დაუწერეს.
   ვიქტორინის მასალები შეგიძლიათ იხილოთ mziakhuskivadze.blogspot.com –პრეზენტაციები.