воскресенье, 11 апреля 2021 г.

დასურათებული ქართული ანბანი

                                                   მოგესალმებით!

ეს ჩემი მოსწავლის, მარიამ რობიტაშვილის მიერ დასურათებული ქართული ანბანია. მარიამი პირველკლასელია და ეს მისი პირველი ნაბიჯებია ცოდნის გრძელ გზაზე. მინდა წარმატებები ვუსურვო მარიამს და მის კლასელებს!


пятница, 10 июня 2016 г.

პროექტი ,,ჩვენი სკოლა"

    ჩემო საყვარელო მოსწავლეებო! გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და გისურვებთ წარმატებებს! მე მგონი ჩვენს პროექტზე  მუშაობა სახალისო და საინტერესო გამოდგა თქვენთვის. ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოიპოვეთ სკოლის ისტორიაზე და ყოფილ მესამოცელებზე. ჩაატარეთ გამოკითხვა პარალელურ კლასებში, შექმენით ძალიან ლამაზი დიზაინის სასკოლო ფორმები. ეს ყველაფერი დარჩება როგორც სკოლის ისტორიის ერთი ლამაზი ფურცელი. წარმატებები და კიდევ წარმატებები!!!
    ძვირფასო მშობლებო! დიდი მადლობა ამ ოთხი წლის განმავლობაში სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისათვის! მე ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს თანადგომას.

четверг, 14 мая 2015 г.

მხიარული თამაშები

     14 მაისს, სპორტის პედაგოგმა დავით ჩახავამ და მე კლასის ხელმძღვანელმა მზია ხუსკივაძემ, ჩავატარეთ სპორტული შეჯიბრი  "მხიარული თამაშები". კლასი გაყოფილი იყო ორ გუნდად ''ყოჩაღები" და "მარდები".  მოსწავლეები და მათი მშობლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ასკინკილით სირბილში, რგოლით სირბილში, ბოულინგში, ბაგირის გაწევაში. ერთმანეთს შეეჯიბრნენ კაპიტნებიც ნატალია ნოზაძე და ლაშა ვერულაშვილი. მოსწავლეთა ძალები თანაბარი გამოდგა, თუმცა საბოლოო გამარჯვების ქულა "ყოჩაღებს" მშობლებმა მოუტანეს ბაგირის გაწევაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ბატონი შოთა მალაზონია და დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ჩოხელი. მათ ორივე გუნდი დააჯილდოვეს სიგელებით. 

пятница, 8 мая 2015 г.

ზოოპარკში

     8 მაისს, ვეწვიეთ თბილისის ზოოპარკში არსებულ სასწავლო-შემეცნებითი ცენტრს "მეტაზოა".  ია მასწავლებელმა საინტერტესო ექსკურსია ჩაგვიტარა ზოოპარკის ტერიტორიაზე. გაგვაცნო პარკის მობინადრე ცხოველები, მოგვიყვა მათ ისტორიებს. საინტერტესო იყო ერთ გალიაში მცხოვრები ლომისა და პუდელის ნახვა და მათი ისტორიის მოსმენა. ასევე საინტერესო იყო ისტორია თუ როგორ მოიწყინა მარტორქა მარგომ და მას სახედრები შეუსახლეს. კიდევ ბევრი ცხოველი ვნახეთ და მოვისმინეთ მათი ისტორიები. დავათვალიერეთ ტერარიუმი. ვნახეთ ცენტრში გამოფენილი ცხოველთა ფიტულები. ბოლოს მოსწავლეებმა ითამაშეს შემეცნებითი თამაში "ჩვენ ცხოველები ვართ". ვფიქრობ, საინტერესო დღე გვქონდა.