დღეს ორი თარიღი დაემთხვა ერთმანეთს. მსოფლიოში აღინიშნება საბავშვო წიგნის დღე და აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე. ამიტომ ჩემს პირველკლასელებთან ერთად სკოლის ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ და ამ ლამაზ გარემოში ვისაუბრეთ ცნობილ მეზღაპრეებზე, მათ საყვარელ ზღაპრებზე. გამოვიცანით ზღაპრების პერსონაჟები. წავიკითხეთ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ,, მახინჯი ჭუჭული" და იაკობ გოგებაშვილის ,,ელამი კატო". ბავშვებმა თვითონ გამოიტანეს დასკვნა რომ არსებობენ ჩვენგან განსხვავებული ადამიანები და ჩვენ მათ სიყვარულით უნდა მოვექცეთ.🥰
Комментариев нет:
Отправить комментарий