суббота, 18 декабря 2010 г.

პროექტის პრეზენტაცია

2010 წლის 16 მაისს სკოლის სააქტო დარბაზში შედგა პროექტის ,,თვალციმციმებო, თქვენაც სალამი" პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული მასალები ამ თემაზე. შეასრულეს სიმღერები ყვავილებზე. ისაუბრეს იმაზე თუ რა იქნებოდა ჩვენი გარემო მცენარეების გარეშე. პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექცია და მოწვეული სტუმრები.

воскресенье, 18 апреля 2010 г.

თვალციმციმებო, თქვენაც სალამი...

პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ მცენარეთა სამყაროს. გააცნობიერონ მცენარეთა მნიშვნელობა ადამიანისათვის.
მოსწავლეები მოუვლიან საკლასო ოთახში არსებულ ქოთნის მცენარეებს, დარგავენ ახალ ყვავილებს, დააკვირდებიან მათი ზრდის პროცესს. მოვაწყობთ ექსკურსიას თბილისის ბოტანიკურ ბაღში. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს, ლეგენდებს, ზღაპრებს, ლექსებს სხვადასხვა ყვავილებზე. შეისწავლიან სიმღერებს.
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა 2 თვე.

пятница, 2 апреля 2010 г.

პროექტის მიმდინარეობა

პროექტის განხორციელება დავიწყეთ იანვრის ბოლოს ზამთარში საქართველოში მობინადრე ფრინველებიდან ავირჩიეთ: ბეღურა, არწივი, ჭინჭრაქა, წივწივა, ხოხობი, მიმინო, ყვავი, შაშვი, სტვენია, კაჭკაჭი, ჩხიკვი, მტრედი, კოდალა, ნისკარტმარწუხა, ჩიტბატონა და ყვავი
მოვიძიეთ მათზე ინფორმაციები, ლექსები, გამოცანები, მოთხრობები, ლეგენდები შეისწავლეს სიმღერები ხატვის გაკვეთილებზე დახატეს ფრინველები მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მარტივი საკვებურები მოვამზადეთ საინტერესო სლაიდ შოუ.
პროექტის ფარგლებში 5 მარტს გვქონდა ექსკურსია თბილისის ზოოპარკში, სადაც გვიმასპინძლა ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრმა ,,მეტაზოამ" დავათვალიერეთ ზოოპარკი, გავიგეთ დამატებითი ინფორმაციები. მოსწავლეებმა გირჩებისაგან გააკეთეს სირაქლემები.
ექსკურსიის შემდეგ გამოვძერწეთ კლასის ზოოპარკი.
26 მარტს გვქონდა პროექტის პრეზენტაცია დარბაზში მოვაწყვეთ პროექტის ფარგლები შესრულებული ნამუშევრების გამოფენა პრეზენტაცას ესწრებოდა სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები. გვყავდა მოწვეული სტუმრები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან და თბილისის ზოოპარკიდან.

ვამზადებთ საკვებურებს



ექსკურსია ზოოპარკში


პროექტის პრეზენტაცია











ჩვენი სტუმრები





გამოფენა