пятница, 2 апреля 2010 г.

პროექტის მიმდინარეობა

პროექტის განხორციელება დავიწყეთ იანვრის ბოლოს ზამთარში საქართველოში მობინადრე ფრინველებიდან ავირჩიეთ: ბეღურა, არწივი, ჭინჭრაქა, წივწივა, ხოხობი, მიმინო, ყვავი, შაშვი, სტვენია, კაჭკაჭი, ჩხიკვი, მტრედი, კოდალა, ნისკარტმარწუხა, ჩიტბატონა და ყვავი
მოვიძიეთ მათზე ინფორმაციები, ლექსები, გამოცანები, მოთხრობები, ლეგენდები შეისწავლეს სიმღერები ხატვის გაკვეთილებზე დახატეს ფრინველები მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მარტივი საკვებურები მოვამზადეთ საინტერესო სლაიდ შოუ.
პროექტის ფარგლებში 5 მარტს გვქონდა ექსკურსია თბილისის ზოოპარკში, სადაც გვიმასპინძლა ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრმა ,,მეტაზოამ" დავათვალიერეთ ზოოპარკი, გავიგეთ დამატებითი ინფორმაციები. მოსწავლეებმა გირჩებისაგან გააკეთეს სირაქლემები.
ექსკურსიის შემდეგ გამოვძერწეთ კლასის ზოოპარკი.
26 მარტს გვქონდა პროექტის პრეზენტაცია დარბაზში მოვაწყვეთ პროექტის ფარგლები შესრულებული ნამუშევრების გამოფენა პრეზენტაცას ესწრებოდა სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები. გვყავდა მოწვეული სტუმრები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან და თბილისის ზოოპარკიდან.

ვამზადებთ საკვებურებს



ექსკურსია ზოოპარკში


პროექტის პრეზენტაცია











ჩვენი სტუმრები





გამოფენა






Комментариев нет:

Отправить комментарий