წელს ახალი პირველი კლასი მყავს. ძალიან საყვარელი და ლამაზი გოგო-ბიჭები. პირველ სასწავლო დღეს განსაკუთრებულად დავხვდით მათ. ეზოში ჯამბაზი და პანდა დახვდათ და გაამხიარულეს, შემდეგ საკლასო ოთახში შემოუძღვნენ. ვეცადე კლასი ლამაზად მომერთო და მგონი გამომივიდა😊 . ბავშვებს ძალიან მოეწონათ საკლასო ოთახი. შემდეგ გავეცანი , ისინიც გავიცანი და გულსაკიდები და სიმბოლური საჩუქრები დავურიგე. დღემ ძალიან მხიარულად ჩაიარა. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს ლამაზ გოგო-ბიჭებს!😊
Комментариев нет:
Отправить комментарий