вторник, 24 декабря 2013 г.

საახალწლო ზეიმი



2013 წლის 23 დეკემბერს, ბავშვთა გასართობ ცენტრში შევიკრიბეთ. ზეიმის მიზეზი ბევრი გვქონდა: მხიარულად უნდა გაგვეცილებინა ძველი წელი, შევხვედროდით ახალს, მიგველოცა ჩვენი კლასელი ლიზი ელტიშევისთვის დაბადების დღე და მოვფერებოდით ერთმანეთს. ამაში თოვლის ბაბუა და ფიფქიებიც დაგვეხმარნენ. თოვლის ბაბუა საახალწლო საჩუქრებსაც დაგვპირდა. ზეიმი მართლაც მხიარული გამოვიდა.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!!!




пятница, 20 декабря 2013 г.

სტუმრად პირველკლასელებთან


მე და ჩემმა მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ პირველკლასელებისთვისაც გაგვეცნო ჩვენი პროექტი ,,რატომ უნდა მივირთვათ ხილი" და თან ახალი წელიც მოგველოცა. 20 დეკებერს ვეწვიეთ ნათია მასწავლებლის მოსწავლეებს. ლუკა ხახაშვილი და გოგა გოცაძე ესაუბრნენ მათ თემაზე - თუ რა სასარგებლოა ხილი. ყველა მოსწავლეს დაურიგეს სამახსოვროები ,,ჯანმრთელები რომ ვიყოთ". ბოლოს გავუმასპინძლდით გემრიელი და სასარგებლო ხილით და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ.



პროექტის პრეზენტაცია


2013 წლის 19 დეკემბერს შედგა პროექტის ,,რატომ უნდა მივირთვათ ხილი?" პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია, სხვადასხვა ხილის სასარგებლო თვისებებზე. მხატვრულად წაიკითხეს გიორგი შატბერაშვილის ,,ხილთა ქება", იროდიონ ევდოშვილის ,,ჩურჩხელების ჩხუბი", გივი ჭიჭინაძის ,,მიპატიჟება". შემდეგ მიუსხდნენ სუფრას და მიირთვეს გემრიელი ხილი, ჩირი და ჩურჩხელები. პრაზენტაცია გაალამაზა მათ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა. ამისათვის დიდი მადლობა მუსიკის პედაგოგს ნანა გველესიანს. ყველა მოსწავლეს დაურიგდა პროექტის მსვლელობისას, ერთობლივად შემუშავებული სამახსოვრო ,,ჯანმრთელები რომ ვიყოთ". იმედია მოსწავლეები გაითვალისწინებენ რჩევებს და უპირატესობას ჯანსაღ საკვებს მიანიჭებენ. მოსწავლეთა ნამუშევრები აიკინძა წიგნად.
დიდი მადლობა მშობლებს პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის და ასეთი ლამაზი სუფრის გაწყობისთვის.