четверг, 14 мая 2015 г.

მხიარული თამაშები

     14 მაისს, სპორტის პედაგოგმა დავით ჩახავამ და მე კლასის ხელმძღვანელმა მზია ხუსკივაძემ, ჩავატარეთ სპორტული შეჯიბრი  "მხიარული თამაშები". კლასი გაყოფილი იყო ორ გუნდად ''ყოჩაღები" და "მარდები".  მოსწავლეები და მათი მშობლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ასკინკილით სირბილში, რგოლით სირბილში, ბოულინგში, ბაგირის გაწევაში. ერთმანეთს შეეჯიბრნენ კაპიტნებიც ნატალია ნოზაძე და ლაშა ვერულაშვილი. მოსწავლეთა ძალები თანაბარი გამოდგა, თუმცა საბოლოო გამარჯვების ქულა "ყოჩაღებს" მშობლებმა მოუტანეს ბაგირის გაწევაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ბატონი შოთა მალაზონია და დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ჩოხელი. მათ ორივე გუნდი დააჯილდოვეს სიგელებით. 

пятница, 8 мая 2015 г.

ზოოპარკში

     8 მაისს, ვეწვიეთ თბილისის ზოოპარკში არსებულ სასწავლო-შემეცნებითი ცენტრს "მეტაზოა".  ია მასწავლებელმა საინტერტესო ექსკურსია ჩაგვიტარა ზოოპარკის ტერიტორიაზე. გაგვაცნო პარკის მობინადრე ცხოველები, მოგვიყვა მათ ისტორიებს. საინტერტესო იყო ერთ გალიაში მცხოვრები ლომისა და პუდელის ნახვა და მათი ისტორიის მოსმენა. ასევე საინტერესო იყო ისტორია თუ როგორ მოიწყინა მარტორქა მარგომ და მას სახედრები შეუსახლეს. კიდევ ბევრი ცხოველი ვნახეთ და მოვისმინეთ მათი ისტორიები. დავათვალიერეთ ტერარიუმი. ვნახეთ ცენტრში გამოფენილი ცხოველთა ფიტულები. ბოლოს მოსწავლეებმა ითამაშეს შემეცნებითი თამაში "ჩვენ ცხოველები ვართ". ვფიქრობ, საინტერესო დღე გვქონდა.

пятница, 1 мая 2015 г.

ჰიგიენა და უსაფრთხოება

     28 მარტს ჩავატარეთ კიდევ ერთი სახალისო გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობაში. გაკვეთილის თემა იყო "ჰიგიენა და უსაფრთხოება."  მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პირადი ჰიგიენის, ვირუსული დაავადების პრევენციის, სხვადასხვა სიტუაციებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ცოდნაში. ამ თემებზე სასაუბროდ, გასულ კვირას, მოწვეული გვყავდა ოჯახის ექიმი ქალბატონი შორენა ბურჭულაძე.მისი სტუმრობა დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეებისათვის. ეს გამოჩნდა მოსწავლეთა პასუხებიდან. შემდეგ მოსწავლეებმა  ისაუბრეს  სხვადასხვა სიტუაციებში უსაფრთხოების წესების დაცვაზე.  ჩავატარეთ თამაში - ვინ სწრაფად გაუწევს დახმარებას ხელნატკენ მეგობარს. მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება. არანაკლებ ხალისით ჩაერთვნენ თამაშში დედებიც, მათაც მოუწიათ სისწრაფის გამოჩენა ხელის შეხვევაში. თუმცა ჟიურის წევრებმა მხოლოდ სისწრაფე არ ჩათვალეს საკმარისად და შეხვევის ხარისხსაც მიაქციეს ყურადღება. ოთხივე ჯგუფმა გამოავლინა მასალის სრულყოფილი ცოდნა. გაკვეთილზე გვესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ჩოხელი, პედაგოგები ლია ბახუტაშვილი,იზი გურგენიძე და მოსწავლეთა მშობლები. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს გადავეცი საინფორმაციო ბუკლეტები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისათვის.