вторник, 16 апреля 2013 г.

კალიგრაფიის კონკურსი


15 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი.
კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.


დედაენის დღე


15 აპრილს გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი. მოსწავლეები გაეცნენ დედაენის მნიშვნელობას, იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას და შემოქმედებას. გაიხსენეს მათ მიერ შესწავლილი მოთხრობები. გაეცნენ ,,დედაენის" ძველ და ახალ გამოცემებს.
გაკვეთილზე ნაჩვენები იყო PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაცია ,,გოგებაშვილი და დედაენა".


среда, 3 апреля 2013 г.

ჩვენი პირველი პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: ,,ჩვენი დედაენა"
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ ,,დედაენის" მნიშვნელობა, გაიგონ ვინ, როდის და რატომ შექმნა პირველი ,,დედაენა".
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს უკეთ გაიაზრონ ქართული ენის ღირსება.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეიყვარონ მშობლიური ენა და ქართული ანბანი, ღრმად ჩაიხედონ მის ფესვებში, გაააცნობიერონ რატომაა იგი ერთადერთი და განუმეორებელი. ჩავუნერგოთ კითხვის სიყვარული. ისწავლონ სწორი და ლამაზი კალიგრაფიიით წერა. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს უვითარდებათ ინფორმაციის მოძიების და ფანტაზიის უნარი, საკუთარი აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბების და ზეპირი მეტყველების კულტურა. გამოუმუშავდებათ წიგნების გაფრთხილების უნარ–ჩვევები.
5.პროექტის სრული აღწერა:ა)გაეცნობიან გოგებაშვილის ბიოგრაფიას და შემოქმედებას.
ბ)გაეცნობიან ,,დედაენის" გამოცემებს.
გ)შეადარებენ ,,დედაენის" ძველ და ახალ გამოცემებს.
დ)მოიძიებენ ,,დედაენისადმი" მიძღვნილ ლექსებს და სიმღერებს.
ე)მონაწილეობას მიიღებენ კალიგრაფიის კონურსში.
ვ)მოინახულებენ დედაენის ძეგლს და იქ მოვაწყობთ ლიტერატურულ დილას ,,დედაენა".
ზ)მოვაწყობთ სასწავლო–შემეცნებით ვიზიტს BookCafe–ში თემაზე ,,წიგნი ჩემი თანამგზავრი და მეგობარია".
თ)შეისწავლიან გოგებაშვილის მოთხრობებს, დაასურათებენ და ავკინძავთ წიგნად.
ი)ჩაატარებენ ღონისძიებას ,,გოგებაშვილი და დედაენა".
6.მონაწილეთა ასაკი: 6 – 7 წელი.
7.პროექტის ხანგრლივობა: 2013 წელის აპრილი – ოქტომბერი.
8.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: ინფორმაციის მოძიება წიგნებიდან და ინტერნეტიდან, დედაენის სხვადასხვა გამოცემის დათვალიერება, განხილვა, შედარება. კალიგრაფიის კონკურსის ჩატარება, მოთხრობების და ლექსების მოძიება და შესწავლა, მათი დასურათება და წიგნად აკინძვა, სასწავლო–შემეცნებითი ვიზიტის ჩატარება, პროექტის პრეზენტაცია.
9.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან თავისი ხელით დაწერილ და დასურათებულ წიგნს ,,ჩვენი დედაენა". შევქმნით სლაიდ–შოუს.
10. სარგებელი სხვებისათვის: დაათვალიერებენ მოძიებულ მასალას, მოსწავლეები გაუზიარებენ სტუმრებს პროექტის მიმდინარეობისას მიღებულ შთაბეჭდილებებს და გაუღვივებენ სურვილს თავადაც მეტი გაიგონ ამ თემასთან დაკავშირებით.
11.სამუშა ენა: ქართული.
12.საგნები/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ხელოვნება, მუსიკა.
13.პროექტის ფასილიტატორი: მზია ხუსკივაძე
14.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:m.khuskivadze@gmail.com.

понедельник, 1 апреля 2013 г.

ვუყურებთ მულტფილმებს


1 აპრილს, ქართულ ენაში შესწავლილ თემებთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ნახეს ქართული მულტიპიკაციური ფილმები: ,,იყო ერთი თაგუნია", ,,სოფლის მაშენებელნი", ,,კომბლე" და ,,მე წვიმად მოვალ".
ფილმების ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, ვის რომელი მულტფილმი მოეწონა და რატომ.

воскресенье, 31 марта 2013 г.

სტუმრად თოჯინებთან


31 მარტს მე და ჩემი მოსწავლეები ვეწვიეთ თოჯინების თეატრს. ვნახეთ წარმოდგენა ,,ფერადი ოცნებების გზაჯვარედინზე". მართლაც ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს პატარებმა, ზღაპრის გმირებთან ერთად.

вторник, 19 марта 2013 г.

ვთამაშობთ და ვსწავლობთ


2013 წლის 11 მარტს პირველ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ,,საგზაო მოძრაობის წესები" – ქართული, ბუნება, ხელოვნება. მოსწავლეებმა შეისწავლეს საგზაო მოძრაობის წესები ბუნების სახელმძღვანელოსა და ბუკის საშუალებით. წაიკითხეს მოთხრობა ,,წითელი და მწვანე", ისწავლეს ლექსი შუქნიშანზე.
სიტუაციური თამაშის დროს მოირგეს შუქნიშნის, პოლიციელის და ქვეითად მოსიარულეს როლები.
გაკვეთილის ბოლოს ელექტრონულ ფორმატში შექმნეს ნახატები აღნიშნულ თემაზე.