четверг, 6 марта 2014 г.

,,აბა, გოგონებო!"

     6 მარტს ჩატარდა  კონკურსი ,,აბა, გოგონებო!" ღონისძიება მიეძღვნა ქალთა დღეს. გოგონები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილი - ,,კუდრაჭები " და ,,პრანჭიები". ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პოდიუმზე სიარულში, ცეკვაში, პანტომიმაში, მხატვრულ კითხვაში,ფორტეპიანოზე დაკვრაში, ხელსაწმენდების ლამაზად დაკეცვაში...
     არც დედები და ბებიები ჩამორჩნენ მათ. აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონკურსებში:  თვალახვეული ხატვა, საუკეთესო მზარეული, საუკეთესო კონკია, მუსიკალური ოჯახები, ერუდიტების კონკურსი, მხატვრული კითხვა...
     მინდა გისურვოთ, რომ ყოველთვის ასეთი ლამაზები და მხიარულები ყოფილიყავით ცხოვრების მანძილზე!
       

пятница, 28 февраля 2014 г.

წერილი დედას

    ასეთი ლამაზი მისალოცებით და თბილი სიტყვებით მიულოცეს მოსწავლეებმა დედის დღე თავის დედიკოებს!!!



вторник, 18 февраля 2014 г.

ცირკი და მხიარული ჯამბაზები

    18 თებერვალს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ხელოვნებაში - ,,ცირკი და მხიარული ჯამბაზები". გაკვეთილის თემა უცნობი იყო მოსწავლეებისათვის და უნდა გამოეცნოთ მუსიკის საშუალებით, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. გაკვეთილი მეტად საინტერესო და მხიარული გამოვიდა არა მარტო მოსწავლეთათვის, არამედ დამსწრეებისთვისაც. ქალბატონებმა ნინო მეტრეველმა, მერი ტუღუშმა და მაია ბაღაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს და პედაგოგს.
    გაკვეთილის გეგმა შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე mziakhuskivadze.blogspot.com.