четверг, 29 мая 2014 г.
среда, 7 мая 2014 г.
ბუბა ბაბუ გვესტუმრა!
სადამრიგებლო საათის პროგრამაში არსებობს მიმართულება ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი", რომლის მიზანია მოსწავლეებისათვის პირადი ჰიგიენის, დღის რეჟიმის, ფიზიკური აქტივობის, სწორი კვებითი ჩვევებისა და კვების კულტურის დამკვიდრება. ჩვენ ყოველ ხუთშაბათს ვატარებდით სახალისო გაკვეთილებს აღნიშნულ თემაზე. ჩავატარეთ ,,მხიარული თამაშები", ვიმუშავეთ პროექტზე ,,რატომ უნდა მივირთვათ ხილი", ვესტუმრეთ პირველკლასელებს და გავუზიარეთ ჩვენი ცოდნა ჯანსაღი კვების თაობაზე. დღეს , 7 მაისს, კი გვქონდა შემაჯამებელი ვიქტორინა. სტუმრად გვყავდა სკოლის დირექტორი ბატონი ვალერიან გიორგაძე, დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნინო მეტრეველი, ჩვენი სახელმძღვანელოს ავტორები ქალბატონი თამარ მანჯავიძე, ბატონი ლევან კიკალიშვილი, ფირმა ,,ნესტლეს" წარმომადგენელი ქალბატონი გვანცა გაბუნია და წიგნის პერსონაჟი ბუბა ბაბუ. მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნით მოიპოვეს გასაღებები ჯადოსნური სკივრის გასაღებად. ბუბა ბაბუმ მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა. ბავშვებმა კი მას კეთილი სურვილებით სავსე წერილები დაუწერეს.
ვიქტორინის მასალები შეგიძლიათ იხილოთ mziakhuskivadze.blogspot.com –პრეზენტაციები.
ვიქტორინის მასალები შეგიძლიათ იხილოთ mziakhuskivadze.blogspot.com –პრეზენტაციები.
пятница, 18 апреля 2014 г.
კალიგრაფიის კონკურსი
вторник, 8 апреля 2014 г.
მათემატიკური კვირეული
სკოლაში ჩატარებულ მათემატიკურ კვირეულში ჩვენმა კლასმაც მიიღო მონაწილეობა. მათემატიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მათემატიკასთან შეხება გვაქვს სახლში, ქუჩაში, სკოლაში, მაღაზიაში, ტრანსპორტში... ჩვენ მათემატიკა ანდაზებში და გამოცანებშიც აღმოვაჩინეთ. მოვიძიეთ ინფორმაცია და გამოვუშვით კედლის გაზეთი ,,ანდაზები, გამოცანები და მათემატიკა". მოძიებული მასალის ნაწილი მოსწავლეებმა გოგა გოცაძემ, ლიზი ნანავამ და ლუკა ხახაშვილმა, 8 აპრილს, სკოლაში ჩატარებულ კონფერენციაზე წარმოადგინეს.
მათემატიკურ კვირეულში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელებით. დირექციამ კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელით დააჯილდოვა კლასი, პედაგოგი და კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები.
მათემატიკურ კვირეულში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელებით. დირექციამ კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელით დააჯილდოვა კლასი, პედაგოგი და კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)