пятница, 18 апреля 2014 г.

სააღდგომო გამოფენა

    ესეც ჩვენი მოკრძალებული სააღდგომო გამოფენა. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

კალიგრაფიის კონკურსი


     14 აპრილს ჩავატარეთ, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი, კალიგრაფიის კონკურსი. მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ კონკურსში. მათი ნამუშევრები გამოიფინა საკლასო ოთახში. გამარჯვებული მოსწავლები: გოგა გოცაძე, საბა ვერულაშვილი, ლაშა ვერულაშვილი და ელიზაბეტ ელტიშევსი, დაჯილდოვდნენ სიგელებით.





вторник, 8 апреля 2014 г.

მათემატიკური კვირეული

     სკოლაში ჩატარებულ მათემატიკურ კვირეულში ჩვენმა კლასმაც მიიღო მონაწილეობა. მათემატიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მათემატიკასთან  შეხება გვაქვს სახლში, ქუჩაში, სკოლაში, მაღაზიაში, ტრანსპორტში... ჩვენ მათემატიკა ანდაზებში და გამოცანებშიც აღმოვაჩინეთ. მოვიძიეთ ინფორმაცია და გამოვუშვით კედლის გაზეთი ,,ანდაზები, გამოცანები და მათემატიკა". მოძიებული მასალის ნაწილი მოსწავლეებმა გოგა გოცაძემ, ლიზი ნანავამ და ლუკა ხახაშვილმა, 8 აპრილს, სკოლაში ჩატარებულ კონფერენციაზე წარმოადგინეს.
      მათემატიკურ კვირეულში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელებით. დირექციამ კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელით დააჯილდოვა კლასი, პედაგოგი და კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები.

четверг, 27 марта 2014 г.

,მხიარული თამაშები"

       26 მარტს  ჩავატარეთ ,,მხიარული თამაშები". მონაწილეობას ღებულობდა ორი ჯგუფი ,,ყოჩაღები" და ,,მარდები". მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა სპორტულ თამაშში,  სირბილში, ბურთის სროლასა და ბაგირის გაწევაში. სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას ღებულობდნენ მშობლებიც. გუნდები, კაპიტნები და მონაწილე მშობლები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
     ,,მხიარული თამაშების" ორგანიზებისათვის, სკოლის დირექციამ ჩვენი კლასი და პედაგოგები მზია ხუსკივაძე და დავით ჩახავა დააჯილდოვა სიგელებით. ღონისძიება ძალიან საინტერსო და სახალისო გამოვიდა.



четверг, 6 марта 2014 г.

,,აბა, გოგონებო!"

     6 მარტს ჩატარდა  კონკურსი ,,აბა, გოგონებო!" ღონისძიება მიეძღვნა ქალთა დღეს. გოგონები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილი - ,,კუდრაჭები " და ,,პრანჭიები". ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პოდიუმზე სიარულში, ცეკვაში, პანტომიმაში, მხატვრულ კითხვაში,ფორტეპიანოზე დაკვრაში, ხელსაწმენდების ლამაზად დაკეცვაში...
     არც დედები და ბებიები ჩამორჩნენ მათ. აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონკურსებში:  თვალახვეული ხატვა, საუკეთესო მზარეული, საუკეთესო კონკია, მუსიკალური ოჯახები, ერუდიტების კონკურსი, მხატვრული კითხვა...
     მინდა გისურვოთ, რომ ყოველთვის ასეთი ლამაზები და მხიარულები ყოფილიყავით ცხოვრების მანძილზე!