вторник, 24 декабря 2013 г.

საახალწლო ზეიმი



2013 წლის 23 დეკემბერს, ბავშვთა გასართობ ცენტრში შევიკრიბეთ. ზეიმის მიზეზი ბევრი გვქონდა: მხიარულად უნდა გაგვეცილებინა ძველი წელი, შევხვედროდით ახალს, მიგველოცა ჩვენი კლასელი ლიზი ელტიშევისთვის დაბადების დღე და მოვფერებოდით ერთმანეთს. ამაში თოვლის ბაბუა და ფიფქიებიც დაგვეხმარნენ. თოვლის ბაბუა საახალწლო საჩუქრებსაც დაგვპირდა. ზეიმი მართლაც მხიარული გამოვიდა.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!!!




пятница, 20 декабря 2013 г.

სტუმრად პირველკლასელებთან


მე და ჩემმა მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ პირველკლასელებისთვისაც გაგვეცნო ჩვენი პროექტი ,,რატომ უნდა მივირთვათ ხილი" და თან ახალი წელიც მოგველოცა. 20 დეკებერს ვეწვიეთ ნათია მასწავლებლის მოსწავლეებს. ლუკა ხახაშვილი და გოგა გოცაძე ესაუბრნენ მათ თემაზე - თუ რა სასარგებლოა ხილი. ყველა მოსწავლეს დაურიგეს სამახსოვროები ,,ჯანმრთელები რომ ვიყოთ". ბოლოს გავუმასპინძლდით გემრიელი და სასარგებლო ხილით და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ.



პროექტის პრეზენტაცია


2013 წლის 19 დეკემბერს შედგა პროექტის ,,რატომ უნდა მივირთვათ ხილი?" პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია, სხვადასხვა ხილის სასარგებლო თვისებებზე. მხატვრულად წაიკითხეს გიორგი შატბერაშვილის ,,ხილთა ქება", იროდიონ ევდოშვილის ,,ჩურჩხელების ჩხუბი", გივი ჭიჭინაძის ,,მიპატიჟება". შემდეგ მიუსხდნენ სუფრას და მიირთვეს გემრიელი ხილი, ჩირი და ჩურჩხელები. პრაზენტაცია გაალამაზა მათ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა. ამისათვის დიდი მადლობა მუსიკის პედაგოგს ნანა გველესიანს. ყველა მოსწავლეს დაურიგდა პროექტის მსვლელობისას, ერთობლივად შემუშავებული სამახსოვრო ,,ჯანმრთელები რომ ვიყოთ". იმედია მოსწავლეები გაითვალისწინებენ რჩევებს და უპირატესობას ჯანსაღ საკვებს მიანიჭებენ. მოსწავლეთა ნამუშევრები აიკინძა წიგნად.
დიდი მადლობა მშობლებს პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის და ასეთი ლამაზი სუფრის გაწყობისთვის.






четверг, 7 ноября 2013 г.

პროექტი – რატომ უნდა მივირთვათ ხილი?


1.პროექტის სახელწოდება: რატომ უნდა მივირთვათ ხილი?
2.პროექტის მთავარი იდეა: ხილი ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.
3.პროექტის აქტუალობა: კლასში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით საკვებად ხილს ირჩევს უმცირესობა.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს მიეცეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა. შეძლონ ორგანიზმისათვის სასარგებლო საკვების დასახელება, გააცნობიერინ რატომაა ხილი სასარგებლო. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს უვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, კვლევის, ინფორმაციის დახარისხების, კრიტიკული აზროვნების უნარები, საკუთარი აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბების და ზეპირი მეტყველების კულტურა.
5.პროექტის სრული აღწერა: ა)მათემატიკის გაკვეთილზე შეადგენენ და განიხილავენ ცხრილს ,,რომელ დესერტს ავირჩევდი".
ბ)ბუნებისმეტყველებაში ვიწყებთ ახალი თემის შესწავლას ,,მცენარეები".
გ)მოსწავლეები თავისი სურვილით ირჩევენ რომელიმე ხილს, მოიძიებენ ინფორმაციას მის შესახებ.
დ)ინფორმაციას წარმოადგენენ წერილობითი სახით და ნახატით.
ე)მათი მოძიებული ინფორმაცია აიკინძება საინფორმაციო ბიულეტენის სახით.
ვ)ჩაატარებენ დასკვნით ღონისძიებას.
6.მონაწილეთა ასაკი:6–7 წელი/ მე–2 კლასი
7.პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ნოემბერ–დეკემბერი; 7 კვირა, 2 საგაკვეთილო საათი კვირაში.
8.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: ინფორმაციის მოძიება წიგნებში და ინტერნეტში,ბიბლიოთეკით სარგებლობა, მასალის დამუშავება, ნახატების შექმნა, მშობლების ჩართვა პროექტში– აკეთებენ გოზინაყს და ჩურჩხელებს, აწყობენ ხილით საახალწლო სუფრას.მზადება პრეზენტაციისათვის, პრეზენტაცია.
9.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:საინფორმაციო ბიულეტენი, სამახსოვრო ,,ჯანმრთელები რომ ვიყოთ".
10.სარგებელი სხვებისთვის: დაათვალიერებენ და გაეცნობიან მოძიებულ მასალას.
11.სამუშაო ენა: ქართული.
12.საგნები/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.II.3.მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება; ქართ.II.5.მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის მოძიება; ქართ.II.11.მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტის შედგენა.
ბუნ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მცენარის ძირითადი ნაწილების აღწერა; ბუნ.II.2.მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება.
მათ.II.11.მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ. მათ.II.12.მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი მონაცემების მოწესრიგება. მათ.II.13.მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ მონაცემთა ინტერპეტაცია.
13.ფასილიტატორი: მზია ხუსკივაძე
14.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.khuskivadze@gmail.com

среда, 6 ноября 2013 г.

უკვე მოზარდმაყურებელთა თეატრშიც დავდივართ!


6 ნოემბერს მე და ჩემი მოსწავლეები ვეწვიეთ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრს და ვნახეთ სპექტაკლი ,,ნაცარქექია". ბავშვებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლი. ეს იყო ჩვენი პირველი ვიზიტი მოზარდმაყურებელთა თეატრში. ბავშვებმა, კარგი ქცევისათვის, შექებაც დაიმსახურეს თეატრის ადმინისტრაციისაგან.