31 მარტს მე და ჩემი მოსწავლეები ვეწვიეთ თოჯინების თეატრს. ვნახეთ წარმოდგენა ,,ფერადი ოცნებების გზაჯვარედინზე". მართლაც ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს პატარებმა, ზღაპრის გმირებთან ერთად.
2013 წლის 11 მარტს პირველ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ,,საგზაო მოძრაობის წესები" – ქართული, ბუნება, ხელოვნება. მოსწავლეებმა შეისწავლეს საგზაო მოძრაობის წესები ბუნების სახელმძღვანელოსა და ბუკის საშუალებით. წაიკითხეს მოთხრობა ,,წითელი და მწვანე", ისწავლეს ლექსი შუქნიშანზე.
სიტუაციური თამაშის დროს მოირგეს შუქნიშნის, პოლიციელის და ქვეითად მოსიარულეს როლები.
გაკვეთილის ბოლოს ელექტრონულ ფორმატში შექმნეს ნახატები აღნიშნულ თემაზე.
2013 წლის 1 მარტს პირველკლასელებმა თავის ხელით დამზადებული მოსალოცებით და ლექსებით გაზაფხული და დედის დღე მიულოცეს დედებს და ბებიებს. ღონისძიების შემდეგ სკოლის ეზოში დახატეს ყვავილები.