1.პროექტის სახელი:საახალწლო ტრადიციები
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საახალწლო ტრადიციებს
3.პრობლემის განსაზღვრა:ძველი ტრადიციების არცოდნა
4.პროექტის სრული აღწერა: პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ვაცნობთ რა არის ტრადიცია, რითია ჩვენთვის ფასეული და საინტერესო, რატომ უნდა იცოდნენ ეს ტრადიციები მათ.
მეორე ეტაპზე მოსწავლეები განაწილდებიან ჯგუფებად და გაინაწილებენ მოსაძიებელ მასალას
მესამე ეტაპზე–ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. საახალწლო თემაზე ნახატების შექმნა. მოძიებული მასალებით სლაიდშოუს აწყობა.
მეოთხე ეტაპი–შემეცნებითი ვიზიტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
მეხუთე ეტაპი–ბასილას გამოცხობა, გოზინაყის და ჩურჩხელების გაკეთება.
მეექვსე ეტაპი–პროექტის პრეზენტაცია
5.მონაწილეთა ასაკი: 9–10წელი/მეოთხე კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე, 2011წლის ნოემბერი–დეკემბერი
7.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასგარეთ:ინფორმაციის მოძიება წიგნებში და ინტერნეტში,ბიბლიოთეკით სარგებლობა, მასალის დამუშავება და სლაიდშოუს აწყობა, ნახატების შექმნა და გამოფენის მოწყობა, შემეცნებითი ვიზიტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მშობლების ჩართვა პროექტში–აცხობენ ბასილის, აკეთებენ გოზინაყს დაჩურჩხელებს.მზადება პრეზენტაციისათვის, პრეზენტაცია
8.სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან საახალწლო ტრადიციებს
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული – მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი, შუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად, უვითარდება საკუთარი აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბების და ზეპირი მეტყველების კულტურა ხელოვნება–მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს, მათ შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში, მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში
11.რესურსები:კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ნაძვის ხე, ჩიჩილაკი, ფურცლები, საღებავები, ფანქრები
12.პროექტის ფასილიტატორი:მზია ხუსკივაძე 13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:m.khuskivadze@gmail.com 14.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:khuskivadze.blogspot.com.
Комментариев нет:
Отправить комментарий