суббота, 18 мая 2013 г.

ხილია თუ ბოსტნეული?


15 მაისს ჩატარდა გაკვეთილი–შეჯიბრი ბუნებისმცოდნეობაში თემაზე ,,ხილია თუ ბოსტნეული?" ჩატარდა შემდეგი კონკურსები: ვინ მეტ გამოცანას გამოიცნობს, ვინ სწრაფად დაახარისხებს ხილს და ბოსტნეულს, გამოვიცნოთ ხელებით, გამოვიცნოთ ენით. ბოლო კონკურსში ,,ვინ სწრაფად და ლამაზად დაჭრის ხილს" ჩაერთნენ მშობლები და ლამაზად გაფორმებული ხილის ასორტი შემოგვთავაზეს. შეჯიბრში მონაწილე მშობლები დაჯილდოვდნენ სიგელებით. მოსწავლეებმა დააგემოვნეს მშობლების ნახელავი. გაკვეთილი ძალიან სახალისო და შემეცნებითი გამოვიდა.




მშობლების ნახელავი ხილის ასორტი



Комментариев нет:

Отправить комментарий