დეკემბრის თვეში ვმუშაობდით პროექტზე ,,ყველაზე მხიარული დღესასწაული''. რა თქმა უნდა პროექტი ეძღვნებოდა ახალ წელს.პროექტს ვხელმძღვანელობდით მე და ინგლისურის მასწავლებელი დიანა მათიაშვილი. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცვნენ სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციებს, საშობაო საგალობლებს, ვნახეთ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,კუჩხი ბედინერი".
25 დეკემბერს შედგა პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაცია წარიმართა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად შეასრულეს სიმღერები. საშობაო სიმღერები შეგვისრულეს ჩვენმა სტუმრებმაც ანსამბლ ''მართვეს" სოლისტებმა. პრეზენტაციაზე გვესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მშობლები. გავაწყვეთ საახალწლო მაგიდა ტკბილეულით. მაგიდას ამშვენებდა ჩვენი მშობლის ნინო ადამაშვილის გამომცხვარი ბასილა. დასასრულს მოსწავლეებს და სტუმრებს გავუმასპინძლდით ტკბილეულით.

Комментариев нет:
Отправить комментарий