ჩემს სადამრიგებლო კლასში ყოველკვირეულად ვატარებ სადამრიგებლო საათს, სადაც მრავალ პრობლემაზე თუ თემაზე ვმსჯელობთ. 20 თებერვალს გავმართეთ დისკუსია თემაზე: "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია". მოსწავლეებს წარვუდგინე ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნი - ზღაპარი "მზე ყველას ეყოფა" და წავუკითხე ოსკარ უაილდის "ხარბი გოლიათი". მოსწავლეებმა იმსჯელეს ამ ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლებზე, შეადარეს ერთმანეთს და გამოიტანეს დასკვნები. დისკუსიაზე გვესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ბატონი შოთა მალაზონია, დირექტორის მოადგილე ქალბატონო ნანა ჩოხელი, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. ვფიქრობ ასეთი დისკუსიები სასარგებლოა მოსწავლეთა პიროვნული და მორალური განვითარებისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий