суббота, 21 июня 2025 г.

პირველი კლასიც დავასრულეთ!

საინტერესოდ დავასრულეთ პირველი კლასი. ჯერ ვიქტორინა ჩავატარეთ და მიღებული ქულებით ტკბილეული დაიმსახურეს ჩემმა პატარებმა, შემდეგ ,,მზიურს" ვეწვიეთ და მთელი დღე ვითამაშეთ და ვიმხიარულეთ🥰

მხიარული სტარტები

ძალიან მხიარული დღე გვქონდა 8 მაისს, შევეჯიბრეთ პარალელურ კლასს. მონაწილეობდნენ მშობლებიც. გაიმარჯვა მეგობრობამ!

საბავშვო წიგნის დღე

დღეს ორი თარიღი დაემთხვა ერთმანეთს. მსოფლიოში აღინიშნება საბავშვო წიგნის დღე და აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე. ამიტომ ჩემს პირველკლასელებთან ერთად სკოლის ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ და ამ ლამაზ გარემოში ვისაუბრეთ ცნობილ მეზღაპრეებზე, მათ საყვარელ ზღაპრებზე. გამოვიცანით ზღაპრების პერსონაჟები. წავიკითხეთ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ,, მახინჯი ჭუჭული" და იაკობ გოგებაშვილის ,,ელამი კატო". ბავშვებმა თვითონ გამოიტანეს დასკვნა რომ არსებობენ ჩვენგან განსხვავებული ადამიანები და ჩვენ მათ სიყვარულით უნდა მოვექცეთ.🥰