суббота, 16 марта 2013 г.

გაზაფხული მოვიდა


2013 წლის 1 მარტს პირველკლასელებმა თავის ხელით დამზადებული მოსალოცებით და ლექსებით გაზაფხული და დედის დღე მიულოცეს დედებს და ბებიებს. ღონისძიების შემდეგ სკოლის ეზოში დახატეს ყვავილები.

ახალი წელი – ახალ კლასთან


ასე შეხვდნენ მე–60 სკოლის პირველკლასელები ახალ 2013 წელს ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მულტი–პულტიში".

პროექტის პრეზენტაცია


2012 წლის 21 დეკემბერს შედგა პროექტის ,,საახალწლო ტრადიციები" პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები და სკოლის პედაგოგები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები:ბარის ტრადიციები, მთის ტრადიციები, საშობაო მსვლელობა – ალილო, საახალწლო სუფრა, საახალწლო ატრიბუტები,მეკვლე, ახალი წელი საქართველის გარეთ.
ოთახში მოწყობილი იყო საახალწლო თემაზე შექმნილი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
გავაწყვეთ სიმბოლური საახალწლო სუფრა გოზინაყით, ჩურჩხელებით, ბასილათი, ჩიჩილაკით და ნაძვისხით.
.

пятница, 15 марта 2013 г.

საახალწლო ტრადიციები

1.პროექტის სახელი:საახალწლო ტრადიციები
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საახალწლო ტრადიციებს
3.პრობლემის განსაზღვრა:ძველი ტრადიციების არცოდნა
4.პროექტის სრული აღწერა: პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ვაცნობთ რა არის ტრადიცია, რითია ჩვენთვის ფასეული და საინტერესო, რატომ უნდა იცოდნენ ეს ტრადიციები მათ.
მეორე ეტაპზე მოსწავლეები განაწილდებიან ჯგუფებად და გაინაწილებენ მოსაძიებელ მასალას
მესამე ეტაპზე–ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. საახალწლო თემაზე ნახატების შექმნა. მოძიებული მასალებით სლაიდშოუს აწყობა.
მეოთხე ეტაპი–შემეცნებითი ვიზიტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
მეხუთე ეტაპი–ბასილას გამოცხობა, გოზინაყის და ჩურჩხელების გაკეთება.
მეექვსე ეტაპი–პროექტის პრეზენტაცია
5.მონაწილეთა ასაკი: 9–10წელი/მეოთხე კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე, 2011წლის ნოემბერი–დეკემბერი
7.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასგარეთ:ინფორმაციის მოძიება წიგნებში და ინტერნეტში,ბიბლიოთეკით სარგებლობა, მასალის დამუშავება და სლაიდშოუს აწყობა, ნახატების შექმნა და გამოფენის მოწყობა, შემეცნებითი ვიზიტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მშობლების ჩართვა პროექტში–აცხობენ ბასილის, აკეთებენ გოზინაყს დაჩურჩხელებს.მზადება პრეზენტაციისათვის, პრეზენტაცია
8.სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან საახალწლო ტრადიციებს
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული – მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი, შუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად, უვითარდება საკუთარი აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბების და ზეპირი მეტყველების კულტურა ხელოვნება–მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს, მათ შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში, მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში
11.რესურსები:კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ნაძვის ხე, ჩიჩილაკი, ფურცლები, საღებავები, ფანქრები
12.პროექტის ფასილიტატორი:მზია ხუსკივაძე 13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:m.khuskivadze@gmail.com 14.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:khuskivadze.blogspot.com.

суббота, 18 декабря 2010 г.

პროექტის პრეზენტაცია

2010 წლის 16 მაისს სკოლის სააქტო დარბაზში შედგა პროექტის ,,თვალციმციმებო, თქვენაც სალამი" პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული მასალები ამ თემაზე. შეასრულეს სიმღერები ყვავილებზე. ისაუბრეს იმაზე თუ რა იქნებოდა ჩვენი გარემო მცენარეების გარეშე. პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექცია და მოწვეული სტუმრები.