суббота, 18 мая 2013 г.

ხილია თუ ბოსტნეული?


15 მაისს ჩატარდა გაკვეთილი–შეჯიბრი ბუნებისმცოდნეობაში თემაზე ,,ხილია თუ ბოსტნეული?" ჩატარდა შემდეგი კონკურსები: ვინ მეტ გამოცანას გამოიცნობს, ვინ სწრაფად დაახარისხებს ხილს და ბოსტნეულს, გამოვიცნოთ ხელებით, გამოვიცნოთ ენით. ბოლო კონკურსში ,,ვინ სწრაფად და ლამაზად დაჭრის ხილს" ჩაერთნენ მშობლები და ლამაზად გაფორმებული ხილის ასორტი შემოგვთავაზეს. შეჯიბრში მონაწილე მშობლები დაჯილდოვდნენ სიგელებით. მოსწავლეებმა დააგემოვნეს მშობლების ნახელავი. გაკვეთილი ძალიან სახალისო და შემეცნებითი გამოვიდა.




მშობლების ნახელავი ხილის ასორტი



четверг, 16 мая 2013 г.

მათემატიკური ვიქტორინა


15 მაისს ჩატარდა შემაჯამებელი მათემატიკური ვიქტორინა. მოსწავლეები დაიყვნენ ხუთ ჯგუფად და ერთმანეთს შეეჯიბრნენ ამოცანების და მაგალითების ამოხსნაში, გეომეტრიული მასალის ცოდნაში, მათემატიკური რებუსების გაშიფვრაში, ამოცანების შედგენაში. ერთმანეთს შეეჯიბრნენ ჯგუფების კაპიტნებიც. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.