15 სექტემბერს ისევ შევხვდი ჩემს მონატრებულ მოსწავლეებს. ერთად გავიხსენეთ წინა წლის აქტივობები, ჩვენი მეგობარი წესები, გავეცანით ახალ სახელმძღვანელოებს, ვითამაშეთ სახალისო თამაშები. შემდეგ მინიშნებებით იპოვეს საჩუქრები. პირველი დღე ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს მოსწავლეებს მომვალ სასწავლო წელს!
ჩვენი თვალით დანახული სამყარო
მე–60 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიმდინარე აქტივობები
суббота, 20 сентября 2025 г.
суббота, 21 июня 2025 г.
პირველი კლასიც დავასრულეთ!
მხიარული სტარტები
საბავშვო წიგნის დღე
пятница, 22 ноября 2024 г.
მოგზაურობა ანბანეთში
8 ოქტომბერს I ბ კლასის მოსწავლეებმა ანბნეთის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს ჟირაფ ჟოზესთან და ბომბორასთან ერთად, წარმატებით შეისწავლეს ასო-ბგერები ა და ი. წარმატებები მინდა ვუსურვო მათ სწავლის რთულ გზაზე!😊
პირველი დღე ახალ კლასთან
წელს ახალი პირველი კლასი მყავს. ძალიან საყვარელი და ლამაზი გოგო-ბიჭები. პირველ სასწავლო დღეს განსაკუთრებულად დავხვდით მათ. ეზოში ჯამბაზი და პანდა დახვდათ და გაამხიარულეს, შემდეგ საკლასო ოთახში შემოუძღვნენ. ვეცადე კლასი ლამაზად მომერთო და მგონი გამომივიდა😊 . ბავშვებს ძალიან მოეწონათ საკლასო ოთახი. შემდეგ გავეცანი , ისინიც გავიცანი და გულსაკიდები და სიმბოლური საჩუქრები დავურიგე. დღემ ძალიან მხიარულად ჩაიარა. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს ლამაზ გოგო-ბიჭებს!😊
воскресенье, 11 апреля 2021 г.
დასურათებული ქართული ანბანი
მოგესალმებით!
ეს ჩემი მოსწავლის, მარიამ რობიტაშვილის მიერ დასურათებული ქართული ანბანია. მარიამი პირველკლასელია და ეს მისი პირველი ნაბიჯებია ცოდნის გრძელ გზაზე. მინდა წარმატებები ვუსურვო მარიამს და მის კლასელებს!
пятница, 10 июня 2016 г.
პროექტი ,,ჩვენი სკოლა"
ძვირფასო მშობლებო! დიდი მადლობა ამ ოთხი წლის განმავლობაში სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისათვის! მე ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს თანადგომას.




















































